ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, რუსეთის ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანება გასცა, რომლის მიხედვით, უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მოხალისეებისა და დონბასში მებრძოლების სამართლებრივი სტატუსი რუსეთის ფედერაციის სამხედროების სტატუსს უნდა გაუთანაბრდეს. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, 300 000 რეზერვისტი იქნება გაწვეული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მობილიზაციის ბრძანება რუსეთში პირველად გაიცა - ბოლოს კრემლმა მობილიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროს გამოაცხადა. როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღდეგ ომში ცოცხალი ძალა აღარ ჰყოფნის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გახდება თუ არა პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია მასობ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
თეთრი სახლის პოზიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
წინასწარი მონაცემებით რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებ...
POS TV
საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამხედრო დაპირისპირება რუსეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალექსეი ნავალნის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#დოსიე „პატრიარქი და „ცარი“, ღმერთო, დაიფარე რუსეთი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster