საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში
ვლადიმერ პუტინი მომდევნო ექვსი წელი ისევ რუსეთის პრეზიდენტი იქნება - მან არჩევნებზე ხმების 85.13 პროცენტი მიიღო. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, პუტინმა ხალხს მიმართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნამ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. „ნატო-ს სამხედროები უკრაინაში არიან წარმოდგენილები. ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ იქ გვესმის ფრანგული და ინგლისური საუბარი. არაფერი კარგი ამაში არ არის პირველ რიგში მათთვის, რადგან მათ კლავენ დიდი რაოდენობით. მე ვისურვებდი, რომ საფრანგეთმა არ შეასრულოს ის როლი, რაც უფრო ამძაფრებს და აღრმავებს კონფლიქტს, არამედ პირიქით, მოძებნოს გზა მშვიდობიანი შეთანხმებისთვის,“ - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე უპასუხა კითხვას - „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ პროტესტის შესახებ, რაზეც თქვა, რომ ამას დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია და ეს პროტესტი პირიქით, დაეხმარა მისი საქმის გაკეთებაში, რადგან მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მიცემისკენ მოუწოდეს. „მნიშვნელობა არ აქვს, ვის მისცეს ხმა, ეს კარგი იყო, თუმცა, როგორც მე მესმის, ამას შედეგებზე არანაირი გავლენა არ ჰქონია“, – თქვა პუტინმა. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ ეს დემოკრატიაა, პუტინმა უპასუხა: „ეს ცხოვრებაა“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში - საერთაშორისო რეაქციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ დიპლომატ გიორგი ბადრიძესთან | გლობალური პოლიტიკა
Formula News
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო — პუტინს კვლავ 3 სიმბო...
Formula News
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება
Euronews Georgia
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
Euronews Georgia
პირველად უახლეს ისტორიაში - რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ა...
ტვ პირველი • TV Pirveli