„პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში

05/19/2016
Radio Atinati-ის მიერ

„დემოკრატიის ინსტიტუტი “ და ასოციაცია „ათინათი“, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან ერთად, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში.“ პროექტი, დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს თავად შეარჩიონ ყველაზე პრიორიტეტული პრობლემა, შეიმუშავონ მისი მოგვარების მეთოდები, მოამზადონ პეტიციები, შეაგროვონ ხელმოწერები, დანიშნონ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელი წარმომადგენელი, წარადგინონ პეტიცია და მონაწილეობა მიიღონ განხილვაში.

პროექტის პრეზენტაციის მიზნით, ასოციაცია ,,ათინათის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს მაიზერ ნანავას და აპარატის უფროსს ნატალია პაპასკირს. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს თვითმმართველობის საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობასა და პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე.



რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან