რუსეთმა უკრაინას „აზოვსტალში“ დაღუპული სამხედროების ცხედრები გადასცა


რუსეთმა უკრაინას „აზოვსტალში“ დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრები გადასცა. სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, რომ კიევში „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში დაღუპული ათობით უკრაინელი სამხედრო უკვე გადაასვენეს. ლეგიონ „აზოვის“ ყოფილმა მეთაურმა, მაქსიმ ჟორინმა განაცხადა, რომ დაწყებულია გარდაცვლილების იდენტიფიცირების პროცედურა. უცნობია, რამდენი ცხედარი შეიძლება იყოს დარჩენილი ქარხნის ტერიტორიაზე, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის ძალები ინტენსიურად ბომბავდნენ ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან. ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ამჟამად რუსეთის ტყვეობაში, შესაძლოა იმყოფებოდეს 2 500-ზე მეტი მებრძოლი, რომლებიც მარიუპოლში მდებარე ფოლადის ქარხანა „აზოვსტალს“ იცავდნენ, მისივე თქმით, უკრაინა მუშაობს მათი გათავისუფლებისთვის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან