ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ოზურგეთის თეატრმა დღეს მონო-სპექტაკლი გამართა. სპექტაკლი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოების „ნეტავი დამბადებელოს“ მიხედვით რეჟისორმა ვასო ჩიგოგიძემ დადგა. ჩიგოგიძის თქმით, იგი პირველად ზუგდიდს ესტუმრა, რადგან ეს მისი ქალაქია და აქ წლების წინ თეატრის რეჟისორიც იყო.
„ზუგდიდი არის ჩემთვის უახლოესი ქალაქი და პირველად აქ ჩამოვედით, რადგან ჩვენთან თეატრის შენობას რეაბილიტაცია უტარდება. კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ვიწყებთ მოგზაურობას. ვგეგმავთ ასევე საზღვრებს გარეთ გასვლას, - აღნიშნა ჩიგოგიძემ.
სპექტაკლში მონაწილე მსახიობის ბელა კიკვაძის განმარტებით, აღნიშნული ნაწარმოების მოზარდებისთვის შეხსენება მნიშვნელოვანია, რადგან სწორად იყოს გაგებული ავტორის სათქმელი.
„ეს არ არის შვლის ნუკრი, ეს არის პატარა ბავშვი, რომელიც დარჩა მარტო და ვერ ხვდება, რის გამო დაისაჯა. იქნებ ეს სპექტაკლი გახდეს იმის საწყისი, რომ ადამიანებმა ერთმანეთში სიკეთე დავთესოთ“, - თქვა მსახიობმა.
ოზურგეთის თეატრის დასი ზუგდიდში კიდევ სამი დღე დარჩება და მაყურებელს სხვადასხვა სპექტაკლს შესთავაზებს: 10 მაისი - 19:00სთ - „ANTIGONE” 11 მაისი - 19:00 სთ - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ 12 მაისი - 19:00 „სამი ასული“ 13 მაისი - 19:00 „ნერგი“.
ბილეთების ფასი ბავშვებისთვის - 3 ლარი, ხოლო დანარჩენისთვის 5 ლარია. დასწრების მსურველებს მათი შეძენა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეეძლებათ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/