სოფელ კახათში ხეების ტრანსპორტირებისას ელექტრო და გარე განათების ბოძები დაზიანდა

20.04.2018 01:56

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ დენის მიწოდება გუშინ, გვიან ღამით შეუწყდათ. მათივე ცნობით, ელექტროსადენები ხეების ტრანსპორტირებისას დაზიანდა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ადგილზე იმყოფებიან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები, რომლებიც დაზიანებული სადენების აღდგენით სამუშაოებს ასრულებენ. „წუხელ გვიან ჩააქრეს და მას ამერე არ გვაქვს. გვიან წაიღეს ხეები. მოსახლეობა წივილ-კივილი ატეხა. აპროტესტებდნენ იმას, რომ შუქი ჩაგვიქრეს, მაგრამ უშედეგოდ . დღეს პირველ საათზე მოვიდნენ და დაიწყეს მუშაობა“, - ამბობენ ადგილობრივები Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter:   / atinati1059   Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

გაზიარება: