ომის მეათე დღე უკრაინაში


უკრაინული გამოცემა „ობოზრევატელის“ ინფორმაციით, მოკლულია გომელის პირველი უკრაინული დელეგაციის წევრი, დენის კირეევი. გამოცემის ინფორმაციით, მომლაპარაკებელი სავარაუდოდ მოკლეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციის დროს, როდესაც კირეევის დაკავება ხდებოდა.

წინასწარი მონაცემებით, დენის კირეევს სახელმწიფო ღალატში ედებოდა ბრალი. ამასთან, შესაბამისი ინფორმაცია დეპუტატმა ალექსანდრე დუბინსკიმაც გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ რომ უკრაინის პრეზიდენტის აპარატი კირეევს ​​მოლაპარაკების მონაწილედ არ ასახელებდა და მისი სახელი პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სიაში არ იყო, თუმცა ფოტოსა და ვიდეოში ის კიევის წარმომადგენლების გვერდით მაგიდასთან ჩანს.

კირეევი საბანკო სექტორის ექსპერტი იყო. დენის კირეევი ასევე იყო „ოშადბანკის“ საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2010-2014 წწ.) და „უკრექსიმბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2006-2012 წწ).

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან