ომის მეათე დღე უკრაინაში
რუსეთი მარიუპოლში და ვოლნოვახაში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას დათანხმდა - სიჩუმის რეჟიმი ადგილობრივი დროით დილის 9 საათიდან ამოქმედდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხოდ გასვლას შეძლებს. ქალაქ მარიუპოლის საბჭოში აცხადებენ, რომ ადგილობრივების ევაკუაცია, უკრაინის დროით დილის 11 საათიდან დაიწყება. რაც შეეხება უკრაინის გენშტაბის ინფორმაციას, რუსეთის გეგმების შესახებ, შტაბში აცახდებენ, რომ ოკუპანტები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლას აპირებენ და ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო დერეფნის შექმნას გეგმავენ. „დასრულდა უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის მეცხრე დღე. მტერი ავიაციის მხარდაჭერით შეტევით ოპერაციას განაგრძობს და იყენებს მაღალი სიზუსტის იარაღს. დამპყრობლებმა ძირითადი ძალისხმევა მიმართეს ქალაქების - კიევისა და ხარკოვის ალყაში მოქცევისკენ, “ - ნათქვამია შეტყობინებაში. ამასთან, როგორც გენერალური შტაბი იუწყება, გრძელდება შეტევა ზაპოროჟიეს მიმართულებით. რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობდნენ ხარკოვის გვერდის ავლას და გადაადგილდნენ სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში, ოდესა-ზატოკას რეგიონში დესანტის გადასხმის მოსამზადებლად საჩვენებელი ოპერაციების დასრულების შემდეგ, ამინდის გაუარესების გამო, ოკუპანტებმა გაიყვანეს ხომალდების ჯგუფი და სადესანტო გემები ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთით. „ქალაქ კიევის თავდაცვითი დაჯგუფება კი მტრის შეტევის მოგერიებას განაგრძობს. უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე კი კვლავ ბელარუსის შეიარაღებული ძალების 38-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადაა განლაგებული. თუმცა, სამხედროების მნიშვნელოვანი ნაწილი უარს ამბობს დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულებაზე და ახლა მუშაობა გრძელდება პირადი შემადგენლობის დასარწმუნებლად, უკრაინის ტერიტორიაზე ამოცანების შესრულებისთვის“, – ნათქვამია გენ. შტაბის შეტყობინებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომის მეათე დღე უკრაინაში
TV IMEDI
ომის მეათე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის მეათე დღე უკრაინაში
TV IMEDI
ვითარება უკრაინაში - ომის მეათე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად - 5 მარტი, 2022 #L...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონგრესში აგვისტოს ომის მეათე წლისთავზე მოსმენა გაიმართა
ამერიკის ხმა
რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას ანგელა მერკელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster