„შეგონებანი ჩემს ვაჟს"


„შეგონებანი ჩემს ვაჟს\",- ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია, რომლის ავტორი მამა ილიაა, დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, ადგილობრივმა ანსამბლმა „პატარა კახმა\" საეკლესიო საგალობლები შეასრულა. შეხვედრეზე სიტყვით მამა ილიაც გამოვიდა, რომელმაც წიგნის შინაარსის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ნაწარმოებში წარმოდგენილი შეგონებანი საკუთარ შვილს მიუძღვნა.
წიგნი, რომელიც თელავისა და თბილისის საეკლესიო მაღაზიებში გაიყიდება, 12 000 იანი ტირაჟით არის გამოსული. წიგნს ფინანსური მხადაჭერა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ გაუწია.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1qmK1Iu

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან