რა არის პატიება და როგორ ადამიანს შეუძლია აპატიოს-სულმკვდარს თუ გაცოცხლებულს?

13.02.2022 33:17

მიტევება ბიბლიის მუხლები მათეს 6:14-15 ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს. 1 იოანეს 1:9 თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან. ესაია 43:25-26 მე ვარ, მე ვარ ის, რომელიც რეცხავს შენს დანაშაულებებს ჩემი გულისათვის, და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ. გამახსენე, ერთად განვსაჯოთ; ილაპარაკე, რათა გამართლდე. მათეს 18:21:22 მაშინ მივიდა მასთან პეტრე და უთხრა: „უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ თუ შესცოდა? შვიდჯერ?” უთხრა მას იესომ: „მე არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ. საქმეები 3:19 აბა, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ აღიხოცოს თქვენი ცოდვები. ესაია 1:18 „მოდით და ვიკამათოთ,” – ამბობს უფალი. – „ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გადაიქცევა. 2 კორინთელთა 5:17 მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია. ეფესელთა 4:32 მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა. ეფესელთა 1:7 რომლის მიერ გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით, ებრაელთა 10:17 „ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ.” დანიელი 9:9 უფალს, ჩვენს ღმერთს ეკუთვნის მოწყალება და პატიება, ჩვენ კი ავუჯანყდით მას. კოლოსელთა 1:13-14 რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში, რომელშიც გვაქვს მისი სისხლით გამოსყიდვა და ცოდვების მიტევება, ფსალმუნები 102:12 როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისაგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი. რიცხვნი 14:19-21 მიუტევე, გთხოვ, ეს დანაშაული ამ ხალხს შენი დიადი მოწყალებისამებრ, როგორც მიგიტევებია ამ ხალხისთვის ეგვიპტიდან ვიდრე აქამდე.” და უთხრა უფალმა მოსეს: „მიმიტევებია შენი სიტყვისამებრ. მაგრამ, ცოცხალი ვარ, და აღივსება უფლის დიდებით მთელი ქვეყანა. მიქა 7:18-19 რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია. კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ; დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრის ყოველ მათ ცოდვას. მათეს 6:12 და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა. მარკოზის 11:25 როცა ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, თუ რაიმე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა მამამაც ზეცაში მოგიტეოთ თქვენი შეცოდებანი. მათეს 26:28 ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად.

გაზიარება: