კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
ახალ კორონავირუსს ბოლო მონაცემებით, 1775 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 71 331-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი 11 ათასს აღემატება. შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსის გამო, საკრუიზო ლაინერ „დაიმონდ პრინცესაზე“ კარანტინში მყოფი მისი 400-მდე მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა, მათგან 40 ვირუსით არის ინფიცირებული. ისინი იაპონიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 360 მგზავრი კი საგანგებოდ გამოყოფილი ორი თვითმფრინავით შტატებში უკვე გაემგზავრა. ხომალდიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს ავსტრალიაც. 200-მდე მგზავრი ხომალდს უახლოეს პერიოდში დატოვებს. ამერიკელი და ავსტრალიელი მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 14 დღით კარანტინში მოთავსდებიან. „დაიმონდ პრინცესას“ ბორტზე სულ 3400-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ხომალდი იოკოიამას პორტშია გაჩერებული. 3 თებერვლიდან ბორტზე კარანტინია გამოცხადებული და მგზავრები მის დატოვებას ვერ ახერხებენ. გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინი 19 თებერვალს უნდა დასრულდეს. სწორედ ამ მიზეზით, აშშ-ის რამდენიმე მოქალაქემ ევაკუაციაზე უარი განაცხადა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კორონავირუსის გავრცელების ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ახალი მსოფლიო სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების ახალი სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster