მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის რეზონანსული განცხადებების გარშემო ურთიერთბრალდებები მწვავდება
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გუშინდელი რეზონანსული განცხადებების გარშემო ურთიერთბრალდებები მწვავდება. ბიზნესმენების ადვოკატი იმ ხუთ დოკუმენტს აქვეყნებს, რაზე დაყრდნობითაც გუშინ ფინანსური მონიტორინგის სამსახური მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდებების სამიზნედ იქცა. თიბისი ბანკის დამფუძნებლების ადვოკატი დღეს გასაჯაროებული მასალების საფუძველზე ამტკიცებს, რომ დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს ბიზნესმენების ანგარიშებზე ინფორმაციის მიწოდება ქართულმა მხარემ თავად მოსთხოვა და სწორედ ლონდონიდან მიღებული საპასუხო წერილის საფუძველზე მიმართა სასამართლოს ხაზარაძის ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნით. საპირისპიროს ამტკიცებს გენერალური პროკურატურა, რომელიც დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტების ერთმანეთთან კავშირს არ ადასტურებს. უახლოეს დღეებში რეზონანსულ საქმეზე ადვოკატი კორძაძე სამართლებრივი კუთხით ახალი გარემოებების გასაჯაროებას აანონსებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თიბისი ბანკის“ საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თიბისი ბანკის“ საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზვიად კორძაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პირველი სატელევიზიო განმ...
TV IMEDI
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურას სასამართლოსთვის ჯერ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster