ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო
თითქმის სამწლიანი განხილვის შემდეგ რეზონანსულ საქმეზე განაჩენი გამოცხადებულია. მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი დამნაშავეებად სცნეს და შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა დევნის ხანდაზმულობის გამო სასჯელს არც ერთი მათგანი არ მოიხდის. ჯგუფურად ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით შეიცვალა, რის გამოც პროკურატურა გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. უკმაყოფილოები არიან ბრალდებულებიც. საქმე, რომელიც ძიების საგანი იყო, 2008 წელს „თიბისი ბანკიდან“ განხორციელებულ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძეს 17 მილიონამდე დოლარის ლეგალიზებას, წერეთელს კი ფულის გათეთრებაში მონაწილეობას ედავებოდა. ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ბანკის დამფუძნებლები მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ. დევნის ხანდაზმულობის და პატიმრობისგან გათავისუფლების მიუხედავად, ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი შესაძლოა პოლიტიკურ დღის წესრიგში მაინც დადგეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამარ...
TV IMEDI
ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი სტრასბურგში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ივანიშვილის სამართლებრივი თაღლითობა“ - ოპოზიცია ხაზარაძე-ჯა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერე...
TV IMEDI
მიიღო თუ არა დავალება გახარიასგან მოსამართლე არევაძემ ხაზარა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ერთელიანი პაუზის შედეგ განახლებული ოპოზიციონერების საქმეები...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილებ...
MULTIMEDIA GE