ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე პროკურატურას სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს

25.07.2019 01:10

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურას სასამართლოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. მოითხოვს თუ არა ბრალდების მხარე მათ პატიმრობას, ჯერ უცნობია. ადვოკატის განცხადებით, ამის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ საბოლოოდ საქმე ჯაფარიძისა და ხაზარაძისთვის უკანონო ბრალდებისთვის ზიანის ანაზღაურებით დასრულდება. „თიბისის“ დამფუძნებლებს გენერალურ პროკურატურაში ბრალი ოფიციალურად გუშინ გააცნეს. მათ 17 მილიონ დოლარამდე თანხის უკანონო ლეგალიზებას ედავებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: