“ტვ პირველის“ დამფუძნებელს პროკურატურაში გამოკითხავენ
ტელეკომპანია „პირველზე“ ზეწოლის მცდელობად აფასებს ოპოზიცია ხაზარაძე-ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე პროკურატურაში ვახტანგ წერეთელის დაბარებას. გამოკითხვაზე „ტვ-პირველის“ მფლობელის დაბარებით, ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს მის კუთვნილ კომპანიაზე. განსხვავებულია უმრავლესობის შეფასება. დეპუტატები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში არის მცდელობა სისხლის სამართლის ყველა საქმე ოპონენტებმა მედიის თავისუფლებას და პოლიტიკას დაუკავშირონ, თუმცა კონკრეტული კითხვების შემთხვევაში ყველა პირი ვალდებულია უპასუხოს გამოძიებას, ხოლო გამოძიება უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ. პარლამენტი კი უნდა დააკვირდეს პროცესს. რაც შეეხება ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის გამოკითხვას, მისივე მოთხოვნით, საგამოძიებო პროცედურა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, სავარაუდოდ ხვალ ჩატარდება. მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის ინფორმაციით, 2008 წელს, სესხის სახით თანხა სწორედ იმ კომპანიებზე გაიცა, რომლის ერთ-ერთი მეწილეც ვახტანგ წერეთელია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ტვ პირველის“ დამფუძნებელი მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვე...
TV IMEDI
„თიბისი ბანკის“ საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ტვ პირველის“ მფლობელი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ტვ პირველის" დამფუძნებელს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით...
Maestro Television
ტვ პირველის დამფუძნებელს უსმენდნენ
Cnobis Furceli
ანრი ოხანაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტვ პირველის დამფუძნებელი პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრ...
MULTIMEDIA GE
ანრი ოხანაშვილი გუშინ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინც...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster