ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე


უცხოელი ექსპერტები შეცდომაში შეიყვანეს, მათ მასალები არ წაუკიხავთ, რადგან ქართული არ იციან, - ასე ეხმაურება „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზრაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასებას ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით.

ხაზარაძის განცხადებით, იმ გარემოებებიდან გამომდინარე რომ ექსპერტები ვერ წაიკითხავდნენ საქმის მასალებს, არ არის გასაკვირი ის შეფასებაც, რომელიც მათი სახელით გავრცელდა, ხაზარაძე ამბობს, რომ პროკურატურა ბიუჯეტის ფულს შავი პიარისთვის ხარჯავს.

თავის მხრივ, უცხოელ ექსპერტთა შეფასებაზე განცხადების გაკეთებისას მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე ამბობს, რომ უცხოელ ექსპერტებს საქმის მასალებზე წვდომა ჰქონდათ და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც უცხოელი ექსპერტები კონკრეტულ საქმეზე დებენ შეფასებას, რომელსაც რეკომენდაციის სახე აქვს.

გენერალურმა პროკურატურამ ხაზარაძე ჯაფარიძის საქმეზე საერთაშორისო ჯგუფის შეფასება 16 ოქტომბერს გაავრცელა. საკითხი დღეს პოლიტიკური შეფასებების თემაა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან