კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
05/16/2024
შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ტექსტში წერია, რომ „კანონი ემსახურება თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რაც ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს“. მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან გამოთქმული არაერთი შეშფოთების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა გადადგა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება დასავლეთთან ინტეგრაციის მიზანს. მარტივად რომ ვთქვათ, ე.წ. უცხოური აგენტის კანონი არის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის ანარეკლი, რომელიც აგრძელებს არაკანონიერად საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. პატივსაცემი ქართული ორგანიზაციები, როგორებიც არიან – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, რადგან მათი ხელმძღვანელობა და საქართველოს ხედვა ასახავს ნამდვილ პატრიოტიზმს, განსხვავებით პარლამენტის 84 წევრისა, რომლებმაც საკუთარი თავი კენჭისყრაზე რუსეთს შეუერთეს. ჩვენ არასდროს მივატოვებთ ქართველ ხალხს. ასევე არ ვიყოყმანებთ, პასუხი დავაკისროთ იმ პირებს, რომლებიც პასუხს აგებენ ამ რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი დემონსტრანტების მიზანში ამოღებაზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის წრეზე“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.