პრესკონფერენცია მწერალთა სახლში


„აღადგინეთ მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი!“ - ამ მოთხოვნით მწერალთა სახლში ქართველი მწერლებისა და გამომცემლების პრესკონფერენცია გაიმართა.

შეკრებილებმა განათლების სამინისტროს მიერ დასახელებული ორი სსიპ-ის გაუქმება და თანამშრომლების უმიზეზო დათხოვნა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, თბილისის ლიტერატურული ფესტივალის და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტების წარმატებით განხორციელების შემდეგ, მადლობის ნაცვლად განათლების სამინისტრომ ორივე ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სფეროს წარმომადგენლები მიმდინარე პროცესებში ჩართული არ არიან.

მწერალთა სახლში გაჟღერებულ მოთხოვნებსა და ბრალდებებს განათლების სამინისტროში გამოეხმაურნენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან