ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემია - პრესკონფერენცია

26.10.2016 01:08

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერალთა სახლი გამომცემლობა "დიოგენესთან" ერთად ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის კონკურსს აცხადებს. ამ თემასთან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს, მწერალთა სახლში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრე გრიგალაშვილი, მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური და გამომცემლობა "დიოგენეს" ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე გაუძღვნენ. ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია ორ ნომინაციაში გაიცემა: წიგნად გამოცემული ნათარგმნი პოეზია და ლიტერატურულ პერიოდიკაში დაბეჭდილი პოეზიის თარგმანი. შესაბამისად, საკონკურსოდ განიხილება 2015 წელს წიგნად/ელექტრონულ წიგნად გამოცემული პოეზიის თარგმანები და ლიტერატურულ პერიოდიკაში პოეზიის თარგმანის პუბლიკაციები. პრემიის ოდენობა წიგნის შემთხვევაში - 1800 ლარი, ხოლო პუბლიკაციის შემთხვევაში - 700 ლარია. http://culture.gov.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

#ახალიდღე კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის
10:59

#ახალიდღე კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო
23:49

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო

შუადღე GDS / shuadge GDS

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო
01:16

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო

ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პოეზიის საღამო „ლექსო არ დაიკარგები“
06:30

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პოეზიის საღამო „ლექსო არ დაიკ...

TV IMEDI

ნინო ჭინჭარაულის ლექსზე აგორებული კაფიაობა
03:40

ნინო ჭინჭარაულის ლექსზე აგორებული კაფიაობა

Memento Mori

20 დეკემბერს,  ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო - ,,ლექსო, არ დაიკარგები''
16:08

20 დეკემბერს, ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიი...

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება

„ლექსო არ დაიკარგები - ხალხური პოეზიის საღამო
01:16

„ლექსო არ დაიკარგები - ხალხური პოეზიის საღამო

culturegovge culturegovge

ლექსო, არ დაიკარგები • პოეზიის საღამო | ნაწილი I

ლექსო, არ დაიკარგები • პოეზიის საღამო | ნაწილი I

ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre

ყველა ვიდეო