უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით. უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა. პირველ შეხვედრაზე უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა კომისიის საქმიანობის და უფლებამოსილების საკითხები მიმოიხილეს. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ინიცირების შესახებ და ამ მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კოორდინაციით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დაამტკიცა. სხდომას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებიც, რომლებმაც კომისიის წევრებს საკუთარი რეკომენდაციები გააცნეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უწყებათშორისი კომისიის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუდმივმოქმედი უწყებათშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
თავდაცვის სამინისტრო
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster