საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ოძისში


ევროპისა და აშშ-ის საექსპერტო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. ადგილზე ევროპარლამენტის, ნატო-ს, ატლანტიკური საბჭოსა და სხვადასხვა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი და განაცხადეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს გვერდით დგას. დელეგაცია ჩვენს ქვეყანას თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სტუმრობს. უკრაინა ომის შემდეგ, ნატო-ს მომავალი და სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივები საქართველოში - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია რომლებზეც ხვალიდან მხარეები პანელური დისკუსიის ფორმატში იმსჯელებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან