უკრაინის ქალაქ მიკოლაევის სამთავრობო ადმინისტრაციაზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული გუშინდელი დარტყმის შედეგად, მსხვერპლთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. როგორც „ბი-ბი-სი“-ს მიკოლაევის მერმა, ოლექსანდრ სენკევიჩმა განუცხადა, შენობაში სამხედროები არ იმყოფებოდნენ, იყვნენ მხოლოდ დაცვის წევრები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
სენკევიჩის აზრით, რუსეთის ძალების სამიზნე შესაძლოა, ყოფილიყო ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი, რომელიც დარტყმის დროს ადმინისტრაციის შენობაში არ ყოფილა. ამასთან, დონეცკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ რუსეთი მთელი დღეა, ინტენსიურად ბომბავს ძალების შეხების ხაზთან მდებარე ყველა დასახლებულ პუნქტს. კერძოდ, იბომბება ავდეევკა, მარიინკა, კრასნოგოროვკა, ნოვომიხაილოვკა. გაერო-ს მონაცემებით, უკრაინა ომის დაწყებიდან უკვე ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. აქედან 2,3 მილიონი ლტოლვილი პოლონეთში გადავიდა, 608 ათასი რუმინეთში, ასევე ასობით ათასი უკრიანელი ლტოლვილი გადავიდა მოლდოვასა და რუმინეთში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.