#ფილოსოფიისარხი - არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენციის ისტორიისათვის_2

30.09.2020 47:36

არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენციის ისტორიისათვის - ნაწილი 2 დასაწყისისთვის იხ. არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენციის ისტორიისათვის - ნაწილი 1 -    • #ფილოსოფიისარხი - არჩილ ჯორჯაძე - მას...   არჩილ ჯორჯაძის (1872-1913 წწ.) - დიდი ქართველი პატრიოტის, პირველი ეროვნული - სოციალისტურ-ფედერალისტური - პარტიის თანადამაარსებლის, პუბლიცისტისა და მოაზროვნის შემოქმედება ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ჩემი მიზანია, რომ ეს ხარვეზი შეძლებისდაგვარად აღმოიფხვრას. ფილოსოფიის არხზე აიტვირთება ვიდეოები, სადაც ჯორჯაძის შემოქმედება განსხვავებულ - ფილოსოფიურ, სოციოლოგიურ, პოსტკოლონიურ და სხვ. - ჭრილში იქნება განხილული. დარწმუნებული ვარ, რომ არჩილ ჯორჯაძის მრავალმხრივი შემოქმედება დღესაც საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის. ამ ვიდეოდან შეიტყობთ: - რა პირობებში მოხდა თავადაზნაურობის გაღარიბება და ახალი ფენის - მოქალაქეთა - გაძლიერება XIX ს-ის 50-იან-60-იან წლებში; - რა საპირისპირო ტენდენციებს გამოხატავდა ჟურნალი „ცისკარი“; - რას ფიქრობდა თავადაზნაურობა საკუთარი ისტორიული მისიის შესახებ; - როგორ გამოჩნდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე „სამოციანელები“; - როგორ ისროლა ილიამ „ყუმბარა“ თავადაზნაურთა წრეებში და რა შედეგები მოჰყვა ამას; - როგორ ესმოდა კრიტიკის მნიშვნელობა ილიას; - ვისთან მიმართებაში მოუვიდა ილიას, ჯორჯაძის აზრით, „ერთი მარცხი“; - რატომ არის საფრთხის შემცველი ისტორიული ფიგურების/მოაზროვნეების გაფეტიშების ტენდენცია; - რამ „შეუბოჭა ტვინი“ ქართველებს, ჯორჯაძის მიხედვით; - როგორ გაემიჯნა საბოლოოდ „ძველი“ და „ახალი“ თაობა ერთმანეთს.

გაზიარება: