#ფილოსოფიისარხი - არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენციის ისტორიისათვის_3
არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენციის ისტორიისათვის - ნაწილი 3 დასაწყისისთვის იხ. არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენციის ისტორიისათვის - ნაწილი 1 - • #ფილოსოფიისარხი - არჩილ ჯორჯაძე - მას... ნაწილი 2 - • #ფილოსოფიისარხი - არჩილ ჯორჯაძე - მას... არჩილ ჯორჯაძის (1872-1913 წწ.) - დიდი ქართველი პატრიოტის, პირველი ეროვნული - სოციალისტურ-ფედერალისტური - პარტიის თანადამაარსებლის, პუბლიცისტისა და მოაზროვნის შემოქმედება ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ჩემი მიზანია, რომ ეს ხარვეზი შეძლებისდაგვარად აღმოიფხვრას. ფილოსოფიის არხზე აიტვირთება ვიდეოები, სადაც ჯორჯაძის შემოქმედება განსხვავებულ - ფილოსოფიურ, სოციოლოგიურ, პოსტკოლონიურ და სხვ. - ჭრილში იქნება განხილული. დარწმუნებული ვარ, რომ არჩილ ჯორჯაძის მრავალმხრივი შემოქმედება დღესაც საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის. ამ ვიდეოდან შეიტყობთ: - რითი განსხვავდებოდა „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლა საქართველოში „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლისგან რუსეთში; - ვინ იყვნენ „მონანიებით შეპყრობილი აზნაურები“ და „ახალი ადამიანები“; - რა კავშირი არსებობს XIX საუკუნის 60-იან წლებში რუსეთში გავრცელებულ იდეებსა და ფრიდრიხ ნიცშეს შეხედულებებს შორის; - რა წარმოადგენდა „საქართველოს მოამბის“ სამოქმედო პროგრამას და რაში ვლინდებოდა მისი „მატერიალისტურ-პოზიტივისტური“ მიმართულება; - რატომ უნდა გაენებებინა ხელოვნებას თავი „უგემური ღმეჭისა და თვალების სრესისთვის“; - როგორ გამოიყენა ილია ჭავჭავაძემ თავისი ესთეტიკური თეორიის ძირითადი დებულებები სოციალური პრობლემების გასაშუქებლად; - რატომ იდგა ეულად „საქართველოს მოამბე“ იმ პერიოდის ქართულ საზოგადოებაში; - რატომ აღმოჩნდა თავადაზნაურობის მოლოდინი რუსეთის მხრიდან ქართული კულტურის განვითარების ხელშეწყობაზე ილუზორული; - რა შედეგი მოჰყვა „საქართველოს მოამბის“ დახურვას; - რა როლი შეასრულა „ცისკარმა“ ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში.
gtavadze-ის სხვა ვიდეოები
#ჩვენიადგილები - ნიჩბისის ციხე
#ჩვენიადგილები - ბებრისციხე
06:15
რა არის შავი ხვრელის შიგნით? / What Is Inside Blac...
01:17
#ჩვენიადგილები - ბათუმი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა
01:17
#ჩვენიადგილები - დუისი-გრაკალის სარწყავი არხი, შიდ...
01:23
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბუნკერი ვროცლავში
03:45
#ჩვენიადგილები - მდინარე შარეულას სათავე (რაჭა)
05:43
#ჩვენიადგილები - იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი...
მსგავსი ვიდეოები
#ფილოსოფიისარხი - არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენ...
gtavadze
#ფილოსოფიისარხი - არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენ...
gtavadze
#ფილოსოფიისარხი - არჩილ ჯორჯაძე - მასალები ქართველ ინტელიგენ...
gtavadze
#ფილოსოფიისარხი - შესავალი
gtavadze
#ფილოსოფიისარხი - მიშელ ფუკო ბიოპოლიტიკის შესახებ და კორონავ...
gtavadze
#ფილოსოფიისარხი - ქალი-ჭეშმარიტების ეროტიკული მეტაფორა ნიცშე...
gtavadze
#ფილოსოფიისარხი - რა არის ფილოსოფია?
gtavadze