#ფილოსოფიისარხი - შესავალი

17.03.2020 01:00

#ფილოსოფიისარხი როგორც იქნა, გამოვძებნე დრო, რომ ფილოსოფიურ არხზე მაუწყებლობა დამეწყო :-) „დიდ“ სპეცეფექტებს ვერ შემოგთავაზებთ და ამის არც სურვილი მაქვს. არც დაყენებული ხმით დავიწყებ მაღალფარდოვან საუბრებს მაღალფარდოვან თემებზე (ვერც ფილოსოფიის დოქტორობამ და ვერც პროფესორობამ მომაკვდინებლად სერიოზული ვერ გამხადა, მომიტევეთ :-). უბრალოდ, გაგიზიარებთ ჩემს შეხედულებებს გარკვეულ საკითხებზე, რომლებიც, შესაძლოა, თქვენთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს. ძირითად აუდიტორიად სტუდენტებს მოვიაზრებ. თუმცა, თუ სხვებსაც დააინტერესებთ ჩემი ვიდეოები, ეს მხოლოდ გამიხარდება :-) ვიდეო ეფექტები: KK underground team

გაზიარება: