#ჩვენიადგილები - ნიჩბისის ციხე

17.10.2020

მდებარეობა: https://goo.gl/maps/bVzR57xYNTJNZM5Q6 თბილისიდან 24 კმ-ის მოშორებით (თბილისი - მცხეთა - ძეგვი - გორი გზის ახლოს) მდებარე ნიჩბისის ციხე 17-ე საუკუნეშია აგებული და ის თავადთა ცნობილ გვარს - ციციშვილებს - ეკუთვნოდა. ციხის კედლები სრულადაა შემორჩენილი. ციხის ეზოს შუაგულში სამსართულიანი კოშკი დგას. მარცხენა კუთხეში მდებარეობს აბანო, რომელიც, ასევე, 17-ე საუკუნით თარიღდება. ერთი სიტყვით, ნიჩბისის ციხე ლამაზი ადგილია და ნამდვილად ღირს ნახვა :-)

გაზიარება: