დრამატურგიული კონკურსი ''საუბარი საზღვრების შესახებ''

26.06.2013 01:22

26 ივნისს, 15 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა ევროპის ქვეყნების დრამატურგიული კონკურსის „საუბარი საზღვრების შესახებ" პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, პროექტის ავტორი და საქართველოში პროექტის ოფიციალური წარმომადგენელი, დრამატურგი, რეჟისორი, დოქტორი კრისტიან პაპკე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის პრეზიდენტი და დამფუძნებელი მანანა ანთაძე. კონკურსის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა, რომელიც მოგვიანებით დაიდგმება გერმანიის ნაციონალური თეატრის სცენაზე. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: