დრამატურგთა ევროპული კონკურსი ''საუბარი საზღვრების შესახებ''
3 თებერვალს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, დრამატურგთა ევროპული კონკურსის "საუბარი საზღვრების შესახებ" გამარჯვებულები გამოავლინა. მინისტრთან ერთად გამარჯვებულები დააჯილდოვა პროექტის ავტორმა და ხელმძღვანელმა, დოქტორმა ქრისტიან პაპკემ და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის პრეზიდენტმა მანანა ანთაძემ. პროექტი ინიცირებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილის მიერ. დრამატურგიულ კონკურსზე საპრიზო ადგილები უპრეცენდენტოდ გადანაწილდა, პირველი პრემიის მფლობელი ორი დრამატურგი გახდა - დათა თავაძე პიესით „ დედა ომი" და ბასა ჯანიკაშვილი პიესით „ გაბრაზებული ჩიტი". გამარჯვებულები პირველი და მეორე პრემიისთვის განკუთვნილ ჯილდოს - 3 500 ევროსა და 3 500 ლარს გაინაწილებენ. პიესა „დედა ომი" გორლიც ციტაუს სახელმწიფო თეატრში, ხოლო ბასა ჯანიკაშვილის პიესა „გაბრაზებული ჩიტი" ნიუნბერგის სახელმწიფო თეატრში დაიდგმება. გამარჯვებული პიესები გერმანულ ენაზე ითარგმნება, 11 ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდება და გავრცელდება გერმანულენოვან ქვეყნებში. მათი პრეზენტაცია 2014 წლის მარტში, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე შედგება. მესამე პრემია ერგო და 2 500 ლარით დაჯილდოვდა ლაშა ბუღაძე, პიესისთვის „26 მაისი", რომელსაც თეატრის მოყვარულები უნგრეთის თეატრის სცენაზე იხილავენ. სამივე გამარჯვებულ დრამატურგს თუმანიშვილის ფონდის სპეციალური პრიზი - ვაშლი გადაეცა. ფონდის ინიციატივით 8 საუკეთესო პიესა კრებულის სახით გამოიცემა, კრებულში ასევე შევა პიესა „პაემანი წარსულთან", რომლის ავტორიცაა მსჯავრდებული რუსთავის ქალთა კოლონიიდან. გამარჯვებული პიესები საქართველოს სხვადასხვა თეატრების სცენაზე დაიდგმება. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
დრამატურგთა ევროპული კონკურსი ''საუბარი საზღვრების შესახებ''
culturegovge culturegovge
ხათუნა ხუნდაძე და მანანა ანთაძე სტუმარად გადაცემა GDS დილა
culturegovge culturegovge
ოსკარ უაილდი - ინგლისელი მწერლის, პოეტის და დრამატურგის ციტა...
შენ ხარ მნიშვნელოვანი
ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 25 აპრილი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ნაშუადღევს “მშობელთა კრება“ ფრანკფურტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნინო ხარატიშვილის რომანი ბერლინალეზე 10 საუკეთესო წიგნში მოხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"საუბარი საზღვრების შესახებ"
culturegovge culturegovge