ხმაური აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე

11.06.2021 01:51

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, უკვე მეორე ვადით, მოქმედი თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია უხელმძღვანელებს. მას უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციონერ წარმომადგენლებს და ასევე დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს. კანდიდატის წარდგენას ხმაური მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აცხადებენ, რომ ჯალაღონიას  არჩევნების გაყალბებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის და მის მიმართ არსებობს ლეგიტიმური კითხვები, ამიტომ   კენჭისყრამდე კანდიდატთან გასაუბრებასა და კითხვების დასმას ითხოვდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: