პროექტი „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“
ცნობილი მასშტაბური პროექტი „დაიკარგე ვიზ ეართან ერთად“ დასრულდა. სამი დღის განმავლობაში ცნობილ ბლოგერებს ქუთაისმა და ზოგადად იმერეთის რეგიონმა უმასპინძლა. დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდა. კონკურსის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 200-მდე ინფლუენსერსა და ბლოგერს ავიაკომპანიისგან უფასო სამგზავრო ბილეთები გადაეცათ, სპეციალური ჩარტერი აბუ დაბიდან ქუთაისის აეროპორტში დაეშვა, ისე რომ მათთვის დანიშნულების ადგილი უცნობი იყო. პროექტის მონაწილე 20 ქვეყნის 200-მდე ინფლუენსერმა და ბლოგერმა სამი დღის განმავლობაში მოინახულა მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, წყალტუბო, კურორტი საირმე. დაათვალიერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ვიზიტის ბოლო დღეს პრომეთეს მღვიმე მოინახულეს და სამეგრელოში, მარტვილის კანიონში გადაინაცვლეს. პროექტის მონაწილეებმა ქუთაისის აეროპორტიდან სპეციალური ჩარტერით დატოვეს საქართველო. აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით მათ გაფრენისას საჩუქრები გადაეცათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პროექტი „დაიკარგე wizz air-თან ერთად“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აკა მორჩილაძე - „თბილისის კართან“ - VI სერია #ეპოქა
პირველი არხი - ფილმები
თავის დრო #35 - ცენზურა კინოში, ფილმების აწმყო და მომავალი (...
თავის დრო
ახალი ბულვარი პლაჟის გარეშე
აჭარა ენმ / Adjara unm
Bagalv - Evtanazia / ევთანაზია (Prod. By Chxse Bank)
Bagalv
ვილფრედ მარტენსის დაკრძალვის ცერემონიალი
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ვახტანგ გვარამიას ისტორია - “საქართველოს დაბადება” (სრული გა...
Girchi • გირჩი
პროექტი
svetlana koridze