ვილფრედ მარტენსის დაკრძალვის ცერემონიალი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელგაში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის დაკრძალვის ცერემონიალზე დაესწრო. ქალაქ გენტში, წმინდა ბააფის საკათედრო ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა მოიყარეს თავი. მიხეილ სააკაშვილი: „ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბელგიიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ევროპის დიდებული ლიდერისა და არაჩვეულებრივი მეგობრის ვილფრედ მარტენსის გარდაცველების გამო. ამ ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დიდი საფრთხე ემუქრება, ჩვენთვის იგი ყველაზე თავდადებული მეგობარი იყო ევროპაში. მისმა დახმარებამ და მხარდაჭერამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში და შეუძლებელია შეაფასო მისი უსაზღვრო როლი. იგი დააკლდება როგორც საქართველოს, ისე მოლდოვასა და უკრაინას, ყველა იმ ყოფილ დაპყრობილ ერს, რომლებსაც ასე ეხმარებოდა მათი ოცნების და ბედისწერის ასრულებაში - მიეღწიათ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის. უფრო მეტიც, იგი დააკლდება მთელ კონტინენტს. მისი მხრიდან ევროკავშირის განვითარებისა და ზოგადად ევროპული პროექტის მტკიცე მხარდაჭერა უაღრესად შთამბეჭდავი და სხვებისათვის სამაგალითო იყო. საქართველომ და ევროპამ დაკარგეს ყველაზე გამოჩენილი და ჭეშმარიტი მეგობარი. პირადად მე კი, მისი სახით, ახლო მეგობარი დავკარგე. გულწრფელად თანავუგრძნობ და თანადგომას ვუცხადებ ვილფრედ მარტენსის ოჯახს.„ Visit Website: http://president.gov.ge Visit Facebook: / saakashvilimikheil Visit Twitter: / saakashvilim ----------------------------------------------------------------------------------------
მსგავსი ვიდეოები
ვილფრედ მარტენსის კომენტარი
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პრეზიდენტი EPP-ის სამიტზე
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პრეზიდენტი EPP-ის სამიტზე
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო მიანიჭა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ვილფრედ მარტენსი
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პრეზიდენტი ბრიუსელში
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ვილფრიდ მარტენსი - "Le Monde"
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველო- ევროკავშირი
Ketevan Kardava