სამეგრელოს 251 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში სამეგრელოს მუნიციპალიტეტების წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. ლეპტოპები იმ მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს. „ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა, იმაში რომ მიმეღო ჩემი პირველი კომპიუტერი, მადლობა რომ ჩვენი შრომა დაფასდა დღეს და ვარ ძალიან ბედნიერი“ - თქვა პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ თეკლე პეტრიდისმა. სამეგრელოდან სულ 251 ათოსანი დაჯილდოვდა, აქედან 56 ზუგდიდიდან, 10 მესტიიდან, 12 ფოთიდან, 7 აბაშიდან, 36 მარტვილიდან, 32 სენაკიდან, 33 ხობიდან, 31 ჩხოროწუდან, წალენჯიხიდან კი 34 მოსწავლე. „სტატისტიკას თუ გადავხედავთ წლიდან წლამდე იზრდება ასეთი მოსწავლეების რაოდენობა, შარშან თუ გვყავდა საქართველოს მასშტაბით 2470 წარჩინებული მოსწავლე, წელს მათი რიცხვი უკვე 2557-ია“ - აღნიშნა საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ლელა სიმონიამ. დაჯილდოების ცერემონიალს საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება და წარმატებული მოსწავლეების მშობლები ესწრებოდნენ. მოსწავლეთა წახალისების პროექტი ”ჩემი პირველი კომპიუტერი” 2009 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხორციელდება და მისი მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერებაა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
1993წ. ნოემბერ-დეკემბერში ბალტინის ჯარების მიერ სამეგრელოს ო...
Daniel Savaneli
მოგზაურობა: სამეგრელო-სვანეთი3
Dato Gogishvili
1989 წელი, ანსამბლ "კოლხას" რეპეტიცია, ქორეოგრაფები ემირ და...
სამეგრელო news samegrelo news
მეორე ტურუ ზუგდიდში
სამეგრელო news samegrelo news
სამეგრელო ჩემო
Radio Atinati
გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სენაკის რაიონული პროკუ...
საქართველოს პროკურატურა
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მე-6 ბლოკი: სავარაუდოდ, ზ. გამსახურდია 1993 წ.17-23 ნოემბერს...
PK TV2