ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

29.08.2021 01:03

„კოვიდ -19“ კიდევ 76 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსმა უკვე 7 251 მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.  გასულ 24 საათში, 25 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა გამოვლენილია ინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებლები 10, 58 %-ია.  დედაქალაქში დაფიქსირდა ინფიცირების 1 004 ახალი შემთხვევა, აჭარაში - 385, იმერეთში - 327, ქვემო ქართლში - 181, შიდა ქართლში - 129, გურიაში - 66, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 183, კახეთში - 247, მცხეთა-მთიანეთში - 75, სამცხე-ჯავახეთში - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15. აქტიურია 53 109 შემთხვევა.  7 571 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმეა 1 637 პაციენტის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: