საქართველო ვენეციის 55-ე ბიენალეზე

11.06.2013 01:41

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია ვენეციის 55-ე ბიენალეზე საქართველოს პავილიონის შესახებ. პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ისევე როგორც საქართველოს პავილიონის, ასევე ფორუმის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა. ხელოვნების ისტორიკოსმა, პროექტის „კამიკაძე ლოჯია"-ს მრჩეველმა ნანა ყიფიანმა წარმოადგინა პრეზენტაცია და ვენეციის ბიენალეს კონტექტსში ქართული პავილიონის თავისებურებები განიხილა. ნაჩვენები იქნა „არტარეას" მიერ შექმნილი ვიდეო პრეზენტაცია ხათუნა ხაბულიანის, ნინა ახვლედიანისა და ლევან მაისურაძის ავტორობით. პრესისთვის შედგა იმ შემოთავაზებების გაცნობა, რომელიც უკვე მიიღეს პროექტში „კამიკაძე ლოჯია" მონაწილე არტისტებმა. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: