ბალტინის ჯარების მიერ, 1993წ. ოქტომბ.-ნოემბერში, სამეგრელოს ოკუპაცია და აოხრება. (12:04).
ბალტინის ჯარების მიერ, 1993წ. ოქტომბ.-ნოემბერში, სამეგრელოს ოკუპაცია და აოხრება. (12:04). 1993წ. 22 ოქტომბერს, სოხუმის დაცემიდან და რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული აოხრებიდან, ეთნო-წმენდიდან და აფხაზეთის ოკუპაციიდან, სულ რაღაც ერთი თვეც არ იყო გასული, რომ რენეგატმა და მოღალატე, ვითომ რუსების ოკუპაციისაგან, სოხუმის ვითომ დამცველმა ედუარდ შევარდნაძემ, სკამის გადასარჩენად, კვლავ რუსეთის საოკუპაციო ჯარებს მოუხმო საშველად. 1993წ. 22 ოქტომბერს, იმ დროს საქართველოში მუდმივად განლაგებულმა, რუსულმა საოკუპაციო არმიამ, ზ. გამსახურდიას მომხრე კანონიერი გვარდიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო. 22 ოქტომბერს, ქუთაისიდან გამოსული, ქუთაისში მუდმივად დისლოცირებული სატანკო პოლკის შენაერთები, თავს დაესხნენ სოფელ დაფნარში განლაგებულ კანონიერი ხელისუფლების მომხრეებს და გაარღვიეს დაფნარის სამხედრო თავდაცვითი ზღუდე. 1993წ. 23 ოქტომბერს, ქუთაისისა და ბათუმის რუსულ სამხედრო ბაზებზე განლაგებულმა, რუსეთის საჯარისო სატანკო ნაწილებმა, რუსული ავიაციისა და არტილერიის მხარდაჭერით, შეტევა მიიტანეს და დაიკავეს: ქ. ხონი და ქ. სამტრედია. 24 ოქტომბერს, რუსმა ოკუპანტებმა შეუტიეს აბაშას და მარტვილს, 25 ოქტომბერს რუსეთის ნაწილებმა ღამით აიღეს სენაკი, 26 ოქტომბერს აიღეს ხობი, 28 ოქტომბერს რუსეთის არმია შევიდა ფოთში. 27 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული გვარდია გადავიდა კონტრ-შეტევაზე, 1993წ. 28 ოქტომბერს რუსი ოკუპანტებისაგან გაათავისუფლეს ხობი, 30 ოქტომბერს გაათავისუფლეს სენაკი. ამის შემდგომ რუსეთმა დამატებითი სამხედრო ძალები, რუსეთიდან შემოიყვანა დასავლეთ საქართველოში. ამავე პერიოდში დაიწო სენაკის მასირებული საავიაციო დაბომბვები. მიუხედავად ამისა, ეროვნული გვარდიის ნაწილებმა დროებით შეძლეს შეტევების მოგერიება და რუსეთის არმიის სამი თვითმფრინავის СУ-27-ის ჩამოგდებაც კი შეძლეს. 1993წ. 2 ნოემბერს, რუსეთმა ჩართო დამატებითი მსხვილი საჯარისო ნაწილები და СНГ-ს შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ნაწილები, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ განლაგდნენ. იმავე 1993წ. 2 ნოემბერს, რუსეთიდან სპეციალურად ჩამოფრენილმა ძერჟინკის სახ. დივიზიის ორმა ბატალიონმა, მოახდინა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონების ოკუპაცია. 3 ნოემბერს ანაკლიაში, რუსმა ოკუპანტებმა, გადმოსხეს საზღვაო ფეხოსანთა მრავალრიცხოვანი დამატებითი დესანტი. ამავე პერიოდში, რუსეთის არმიის ნაწილები, ადმირალ ბალტინის სამხედრო ფლოტის, არტილერიისა და საავიაციო ტექნიკის გამოყენებით, მასირებული საავიაციო დაბომბვების შემდეგ, მიადგნენ სენაკს. 3 ნოემბერს ეროვნულმა გვარდიამ დატოვა სენაკი, 4 ნოემბერს დატოვეს ხობი. 1993წ. 4 ნოემბერს СНГ-ს შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემები, უშუალოდ ფოთის პორტში შემოვიდნენ, რა დროსაც ფოთში შედგა ბალტინისა და შევარდნაძის მცირე ხნიანი შეხვედრა. 1993წ. 6 ნოემბერს ეროვნული გვარდიის ნაწილებმა ბრძოლის გარეშე დატოვეს ქ. ზუგდიდი და თავი შეაფარეს ტყიან მასივებს. პარალელურად, ჯაბა იოსელიანის სამხედრო ნაწილების მიერ, მიმდინარეობდა სამეგრელოს მოსახლეობის, სადამსჯელო ეგზეკუცია.
Daniel Savaneli-ის სხვა ვიდეოები
00:48
პატრიარქი ჯაბას 75წ იუბილეზე მარჯ. თეატრში.10.07.2...
27:38
შევარდნაძე, იოსელიანი და პატრიარქი, ისტორიული ფაქტ...
15:39
კრემლის ტოტალური ომი, გამსახურდიას წინააღმდეგ.
06:51
შევარდნაძე-იოსელიანის კრიმინალური ბანდების მხეცობა...
04:42
საბჭოთა სუკის (КГБ-ს) კარტოთეკის მცირე ნაწილი.
12:08
КГБ-ს კარტოთეკის, რუსეთში გადატანას გადარჩენილი ნა...
01:39
საბჭოთა КГБ-ს კარტოთეკის, კრემლის მიერ რუსეთში გად...
02:26
ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ფიცი. 07.06.1991წ.
მსგავსი ვიდეოები
ბალტინის ჯარების მიერ, 1993წ. ოქტომბ.-ნოემბერში, სამეგრელოს...
Beso Mikava
1993წ ნოემბერ დეკემბერში ბალტინის ჯარების მიერ სამეგრელოს ო...
Beso Mikava
1993წ. ნოემბერ-დეკემბერში ბალტინის ჯარების მიერ სამეგრელოს ო...
Daniel Savaneli
უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებმა ედუარდ შევარდნაძე გადაარჩი...
Beso Mikava
როგორ გადაარჩინეს ლეონიდ კრავჩუკმა და ბორის ელცინმა ედუარდ შ...
Beso Mikava
ლოთი (ვახტანგ) ქობალიას ისტორია - “საქართველოს დაბადება” (სრ...
ბალტინის თავდასხმა სამეგრელოზე №1
Dax Ure
ბალტინის თავდასხმა სამეგრელოზე №2
Dax Ure