სასწავლო კურსი კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების თემაზე
გენერალურ პროკურატურაში კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების თემაზე ერთწლიანი სასწავლო კურსი ჩატარდება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, გლობალური კიბერექსპერტიზის მრჩევლის (GCFA)/საერთაშორისო კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების იურისტი მრჩევლის (ICHIP) პროგრამის ფარგლებში, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების თემაზე ერთწლიანი სასწავლო კურსის პირველი ტრენინგი გაიმართა. ორდღიან სწავლებას, კურსის ავტორი, იუსტიციის დეპარტამენტის კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების განყოფილების კიბერდანაშაულის ლაბორატორიის დირექტორი, ოვი კეროლი უძღვებოდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ სწავლებას, საქართველოს პროკურატურის პროკურორებთან და გამომძიებლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ციფრული მმართველობის სააგენტოსა და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ. ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ელექტრონული მტკიცებულებების იდენტიფიცირების, შენახვის, მოპოვებისა და გაანალიზების შესახებ. აღნიშნული ტრენინგი გლობალური კიბერექსპერტიზის მრჩევლის (GCFA)/საერთაშორისო კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების იურისტი მრჩევლის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და ერთწლიანი პროგრამის პირველ ეტაპს წარმოადგენს. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეები ციფრული სასამართლო ექსპერტიზის სიღრმისეული ანალიზის (DFIA) სერტიფიკატს მიიღებენ, რაც შესაძლებლობას მისცემს პროკურორებს და გამომძიებლებს, დამოუკიდებლად გამოითხოვონ საჭირო ინფორმაცია, მოახდინონ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების შესახებ გამომძიებლების და პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნული სასწავლო მოდულის მიხედვით, კიბერდანაშაულის თემაზე მომუშავე პროკურორები სწავლებას მომავალშიც ეტაპობრივად გაივლიან. https://pog.gov.ge/news/generalur-pro...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
ჟურნალისტებმა შსს-ს აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
სასწავლო კურსი
Emergency Management Service
სასწავლო კურსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასწავლო კურსი შსს-ს თანამშრომლებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასწავლო კურსი სასამართლოს მოხელეთათვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნუგზარ რუხაძის ინგლისური ენის გაკვეთილები - გაკვეთილი 111
Michu TV
სასწავლო კურსი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებისთვის -...
Religion Religion
სასწავლო კურსი 2, მზის ელექტროსადგური, ზოგადი მიმოხილვა, ნუგ...
ნუგზარ მელაძე, მწვანე დედამიწა, Green Earth, Nugzar Meladze