ფორუმი მეთხილეობის განვითარებაზე - „კარტლისის“ შეხვედრა ანაკლიაში

10.10.2018 03:31

კომპანია „კარტლისის“ ორგანიზებით ანაკლიაში "საქართველოს მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი" გაიმართა. შეხვედრას, რომელსაც კომპანიის სპეციალისტები და აგრონომ-კონსულტანტები უძღვებოდნენ, სურსათის უვნებლობის სააგენტოს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები დაესწრნენ. შეკრებილებმა „კარტლისის“ მიერ თხილის მავნებლის, ფაროსანას, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა იოსებ მეფარიშვილმა აღნიშნა, „კარტლისის“ დახმარებით ფერმერების დიდმა ნაწილმა წელს მოსავლის კარგი შედეგი მიიღო. მან აქვე აღნიშნა, რომ ისინი სპეციალისტების მიერ შედგენილი სქემით ხელმძღვანელობდნენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter:   / atinati1059   Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

გაზიარება: