ფორუმი - „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და შრომითი სტანდარტები“
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით 30 ნოემბერს, 9:30 – 14:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, გაიმართება დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი - „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და შრომითი სტანდარტები“. ფორუმის მიზანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის წარმოჩენა შრომითი სტანდარტების დანერგვასა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესრულებაში; ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და საკითხის გარშემო დისკურსის სტიმულირება. ფორუმის მსვლელობისას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ისაუბრებენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, როგორიცაა საქართველოში შრომითი სტანდარტების დაცვა, სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და საერთაშორისო მოთხოვნების დაკმაყოფილება. საკითხი აქტუალურია როგორც მთავრობის, სამოქალაქო სექტორის, ბიზნეს სექტორისათვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის. სტუმარი: ლელა ხოფერია, CSRDG - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ხელმძღვანელი; ნათია მეტრეველი, CSRDG- ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი 28/11/2017
Business Media Georgia-ის სხვა ვიდეოები
როგორ ცვლის ჩვენ ცხოვრებას სოციალური მედია?
საით უნდა მიმართოს მარკეტინგული კამპანიები საქართვ...
რას წარმოადგენს ChatGPT-ის უახლესი ვერსია?
რას წარმოადგენს “ორთაჭალა ჰილსის” პროექტი?
რას წარმოადგენს "არქის" პრემიუმ კომპლექსი "არქი რი...
რას წარმოადგენს “დეკა დეველოპმენტი”?
რას წარმოადგენს NFT?
რას წარმოადგენს თიბისის ახალი პროდუქტი “განაწილება...
მსგავსი ვიდეოები
ფორუმი კერძო დ საჯარო სექტორის მონაწილეობით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
PR ფორუმი ანა ტრაპაიძე
რადიო იმედი
რა გვასწავლა ბერლინალემ?
Litagora
კორპორატიული კომუნიკაცია/PR Forum/RADIO IMEDI
რადიო იმედი
ქართული კინო 2019
Litagora
Brilliance Awards 2014/PR Forum/Radio Imedi
რადიო იმედი
"ფორუმი"
SJMC
ფორუმი თემში (კოპიტნარის დევნილთა დასახლება)
Mega TV - ტელეკომპანია მეგა