ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა

11.03.2024 02:16

ევროვიზია 2024-ზე საქართველოს წარმომადგენლის, ნუცა ბუზალაძის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა თბილისში, Redisson red courtyard-ში გაიმართა. სატელევიზიო პრემიერა კი ტრადიციულად პირველ არხზე შედგა. Firefighter - ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს. ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვიდეორგოლში ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები მონაწილეობენ. კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი - შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი - ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი ნესტან სინჯიკაშვილია.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში გაიმართება. ნუცა ბუზალაძე საქართველოს სახელით 9 მაისს, მეორე ნახევარფინალში იმღერებს. კონკურსის ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine