დარღვეული შეთანხმება - სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო იძაბება
სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო იძაბება. უთანხმოების საგანი ამჯერად ეროვნული ბანკის საბჭოში არსებული ორი თავისუფალი ადგილია. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიერ ოთხი თვის წინ გამოყენებული ვეტოს დასაძლევად ემზადება. ეს მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა. თუ მმართველი პარტიის განცხადებას დავეყრდნობით, პრეზიდენტთან რამდენიმე, მათ შორის გუშინდელი კონსულტაციის შედეგად, შეთანხმდნენ, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს არდაძლევის შემთხვევაში, ხუციშვილის კანდიდატურა პარლამენტს წარედგინებოდა. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს შეთანხმების დარღვევაში და ცენტრალური ბანკის საქმიანობის მიზანმიმართულ ხელშეშლაში ადანაშაულებს, ამ კონტექსტში დღეს სახელმწიფოს მეთაურის ის გადაწყვეტილებებიც გაიხსენეს, რომლებიც ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენასა და ელჩების დანიშვნას ეხებოდა. თავის მხრივ, პრეტენზიები აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელიც ხუციშვილის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს და მმართველ პარტიას ზეწოლა-მუქარაში სდებს ბრალს. პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს ოპოზიციაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება ოპოზიციაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დარღვეული შეთანხმება /2030 (07.04.2016.)/
2030 Official
19 აპრილის დარღვეული შეთანხმება | "ოცნება" ისევ თავს იმართლე...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
27 სექტემბერი - უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ოცნების“ მიერ დარღვეული საერთაშორისო შეთანხმება
Formula News
100 წელი რუსული ოკუპაციიდან / გადატრიალების მცდელობა სომხეთშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დროებითი ზავი და ურთიერთბრალდებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ღია ცის შეთანხმება“ - პასუხი მოსკოვს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster