100 წელი რუსული ოკუპაციიდან / გადატრიალების მცდელობა სომხეთში #LIVE

25.02.2021

• 100 წელი რუსული ოკუპაციიდან - ზუსტად საუკუნის წინ საქართველოს დემოკრატიულმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა; გადამწყვეტი ბრძოლები თბილისის მისადგომებთან, რუსეთის მიერ დარღვეული სამშვიდობო შეთანხმება და ოკუპაცია, რასაც 70-წლიანი რეჟიმი მოჰყვა; შიო მღვიმის მონასტრის მსახურის მიერ ხელნაწერებით მოთხრობილი გასაბჭოების ისტორია - დამოუკიდებლობის დაკარგვა, ჩაგვრა და რეპრესიები; • დაპირისპირება სომხეთის პრემიერსა და შეიარაღებული ძალების გენშტაბს შორის - გენშტაბი პრემიერისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვს, ფაშინიანი კი სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე საუბრობს; პრემიერსა და სამხედროებს შორის ურთიერთობის გამწვავება გენშტაბის უფროსის მოადგილის გათავისუფლებას მოჰყვა; სომხეთის დედაქალაქი პრემიერის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებმა მოიცვა; ფაშინიანი გადადგომას არ გეგმავს და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს; • პროკურატურა ნიკა მელიას მიმართავს - უწყება აცხადებს, რომ მელიას დაპატიმრება ბრალდების მხარის თვითმიზანი არასდროს ყოფილა და თუ ბრალდებული ელექტრონული სამაჯურის მოხსნის გამო გაზრდილ გირაოს გადაიხდის, პროკურატურა მზადაა, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს; მანამდე, სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საჩივარი, სადაც ადვოკატები მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდნენ; პროკურატურის შეთავაზება, დაცვის მხარის პოზიცია და შეფასებები; • მოწოდებები საერთაშორისო ტრიბუნიდან, დასავლეთის გზავნილები და პოლიტიკური კომპრომისის რესურსი - გერმანიის ელჩი შექმნილ ვითარებას გემზე ბრძოლას ადარებს, რომელიც იძირება; ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციამ მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში უნდა განაგრძოს; საერთაშორისო გზავნილები და ქართული პოლიტიკური სპექტრის შეფასებები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: