100 წელი რუსული ოკუპაციიდან - მღვდელ-მონაზვნის უნიკალური ხელნაწერი

25.02.2021 06:17

უნიკალური ხელნაწერი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის დღეებზე გვიყვება. ფასდაუდებელი მნიშვნელობის ჩანაწერების ავტორი მღვდელ-მონაზონი ისე სუხიშვილია, რომელიც 1921 წლის თებერვლის უმძიმეს მოვლენებს აღწერს. სასულიერო პირი წერს, როგორ შემოვიდა დამოუკიდებელ საქართველოში რუსეთის წითელი არმია, როგორ უტევდნენ ქართული სამხედრო ნაწილები მტერს, რა ხდებოდა კოჯორ-ტაბახმელაში და რა რეპრესიები და დევნა-შევიწროება მოჰყვა ოკუპაციას. პატრიარქის აღზრდილი იმდროინდელ მძიმე მოვლენებს საღვთო წიგნების თავისუფალ ადგილებში აღწერდა, სწორედ ამიტომ გადაურჩა ხელნაწერები განადგურებას. 100-წლის წინანდელი მოვლენების თვითმხილველსა და მემატიანეს, ბრძანების მიუხედავად, შიო მღვიმის მონასტერი სიცოცხლის ბოლომდე არ დაუტოვებია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: