არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება


გასაღების ან გამოყენების მიზნით პირადობის ყალბი მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება. ლაპარაკია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის დღევანდელ ერთობლივ განცხადებაზე. „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო,“ „ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და \"სამართლიანი არჩევნები\" არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე საუბრობენ. არასამთვორობო ორგანიზაციების განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. ამ პირის ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად იბეჭდება და პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ. ბრალდებას შეურაცხმყოფელს და ცილისმწამებლურს უწოდებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. უწყებაში არასამთავრობოებს ამ განცხადების უარყოფისკენ მოუწოდებენ და კონკრეტული ფაქტების დასახელებას ითხოვენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან