ჯადოსნური წრე
18 ნოემბერს პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდათ ვორქშოფი თემაზე - რას ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე. ტრენინგს უძღვებოდა არსამთავრობო ორგანიზაცია - სამეცნიერი ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი" - RICDOG -ის თანადამფუძნებელი და ტრეინერი - ნუგზარ კოხრეიძე. მონაწილეებმა მიიღეს დავალებები, ჯგუფურად იმუშავეს და საინტერესოდ წარმოადგინეს პრეზენტაციები. ასევე ჰქონდათ სიმულაციური არჩევნები და დებატები ბიუჯეტის მიზნობრივად გადანაწილებაზე. ამის შემდეგ მონაწილეებმა დე ბონოს პრინციპით - ფიქრის ქუდებით (thinking hats) ფერების შესაბამისად ისაუბრეს სიმულაციურ თამაშში დაშვებულ შეცდომებზე, აღმოჩენებზე, ემოციებზე, ხედვებზე და ა.შ. საკმაოდ საინტერესო და დამაფიქრებელი შეხვედრა გამოვიდა იმ მხრივ, რომ საკუთარი ქცევებიდან და დამოკიდებულებებიდან გამომდინარე თვითონ მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ, "არც ისეთი აქტიური მოქალაქეები ყოფილან", როგორც ეგონათ, და რომ თურმე მხოლოდ საუბარი არ ყოფილა აქტიურობა, თუ მას შესაბამისი ქცევა არ უდევს საფუძვლად. მათი ამ პროექტში მონაწილეობა და ჩართულობა უკვე არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ სურთ გახდნენ აქტიური მოქალაქეები, გაიღმაონ ცოდნა და უნარები ამ მხრივ, ჩამოყალიბდნენ სრულუფლებიან აქტიურ მოქალაქეებად, რომლებსაც ნამდვილად სურთ პროგრესი და ცვლილებები უკეთესი მომავლისკენ. პროექტი "ჯადოსნური წრე" ხორციელდება ვორდვიჟენისა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის საერთო პროგრამის „ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის" ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი. მისი მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად. #RICDOG #სამოქალაქოგანვითარებისინსტიტუტი #WORLDVISION
RIC DOG-ის სხვა ვიდეოები
02:30
Georgian For Foreigners - Lesson 18
02:00
ინსტრუქცია ჯომარდობაზე - RICDOG თავგადასავლების კლ...
04:55
ლევან ბერძენიშვილის შეხვედრა RICDOG წევრებთან
04:11
პროექტი PCPP დასრულდა
01:35
სამოქალაქო ინოვაციების ჰაბი – ვორკშოფი სამოქალაქო...
15:28
სამოქალაქო ინოვაციების ჰაბი - პროექტი დასრულდა
02:20
Georgian For Foreigners - Lesson 20
03:07
სპს 2 დასრულდა
მსგავსი ვიდეოები
ჯადოსნური წრე
RIC DOG
ჯადოსნური წრე
RIC DOG
ჯადოსნური წრე – ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტები
RIC DOG
„ჯადოსნური წრე“ - სპექტაკლი ნიკოლოზ წულუკიძის იგავ-არაკების...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
"ჯადოსნური წრე"ნიკოლოზ წულუკიძის იგავ არაკების მიხედვით.
ana akhaladze
ნიკოლოზ წულუკიძის იგავი - ჯადოსნური წრე #ასეჯობია ნანიკო ხა...
ase jobia ასე ჯობია
ნიკოლოზ წულუკიძის პიესა „ჯადოსნური წრე“ ახმეტელის თეატრის სც...
TV IMEDI
მარო მაყაშვილის დღიური.
დაინახე, რაც გესმის