ჯადოსნური წრე

12/03/2017
RIC DOG-ის მიერ

18 ნოემბერს პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდათ ვორქშოფი თემაზე - რას ნიშნავს იყო აქტიური მოქალაქე. ტრენინგს უძღვებოდა არსამთავრობო ორგანიზაცია - სამეცნიერი ინტელექტუალური კლუბის \"თაობათა დიალოგი\" - RICDOG -ის თანადამფუძნებელი და ტრეინერი - ნუგზარ კოხრეიძე. მონაწილეებმა მიიღეს დავალებები, ჯგუფურად იმუშავეს და საინტერესოდ წარმოადგინეს პრეზენტაციები. ასევე ჰქონდათ სიმულაციური არჩევნები და დებატები ბიუჯეტის მიზნობრივად გადანაწილებაზე. ამის შემდეგ მონაწილეებმა დე ბონოს პრინციპით - ფიქრის ქუდებით (thinking hats) ფერების შესაბამისად ისაუბრეს სიმულაციურ თამაშში დაშვებულ შეცდომებზე, აღმოჩენებზე, ემოციებზე, ხედვებზე და ა.შ. საკმაოდ საინტერესო და დამაფიქრებელი შეხვედრა გამოვიდა იმ მხრივ, რომ საკუთარი ქცევებიდან და დამოკიდებულებებიდან გამომდინარე თვითონ მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ, \"არც ისეთი აქტიური მოქალაქეები ყოფილან\", როგორც ეგონათ, და რომ თურმე მხოლოდ საუბარი არ ყოფილა აქტიურობა, თუ მას შესაბამისი ქცევა არ უდევს საფუძვლად.
მათი ამ პროექტში მონაწილეობა და ჩართულობა უკვე არის წინ გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ სურთ გახდნენ აქტიური მოქალაქეები, გაიღმაონ ცოდნა და უნარები ამ მხრივ, ჩამოყალიბდნენ სრულუფლებიან აქტიურ მოქალაქეებად, რომლებსაც ნამდვილად სურთ პროგრესი და ცვლილებები უკეთესი მომავლისკენ.
პროექტი \"ჯადოსნური წრე\" ხორციელდება ვორდვიჟენისა და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის საერთო პროგრამის „ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის\" ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი. მისი მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.
#RICDOG #სამოქალაქოგანვითარებისინსტიტუტი #WORLDVISION