არჩევნების შედეგი ბათუმის საკრებულოშიც აქტუალური იყო. მმართველი გუნდის წევრებმა სალომე ზურაბიშვილს, ერთმანეთსა და საზოგადოებას გამარჯვება მიულოცეს. საკრებულოს სხდომას ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა დღეს არ დასწრებია. მიზეზი, როგორც თავად ამბობენ, კვირას დაგეგმილი აქციისთვის მზადებაა. საკრებულოში დღეს პირველად გამოჩნდა რაულ თავართქილაძე, მას შემდეგ, რაც მან „ევროპული საქართველო“ დატოვა. იგი დღეიდან საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატია. ამბობს რომ პოლიტიკურ ალიანსს მმართველ პარტიასთან არ გეგმავს. ქართული ოცნება კი მას კონსტრუქციულ ოპოზიციად აფასებს. თავართქილაძემ დღეს ყოფილი კოლეგები, კონკრეტულად კი გიგი უგულავა გააკრიტიკა. ამ დრომდე არ უპასუხიათ ევროპულ საქართველოში ყოფილი თანაგუნდელისთვის, პარტიაში განმარტეს, რომ პოლიტ საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, კომენტარს კი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
--
http://ajaratv.ge, [email protected], + 995 422 274370, + 995 422 274382
--
http://ajaratv.ge, [email protected], + 995 422 274370, + 995 422 274382