გურამ ოდიშარია რუსთავში

07.09.2013 01:46

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი ქალაქ რუსთავს ესტუმრნენ. რუსთავში ასევე ჩავიდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და პარლამენტარი ზვიად ძიძიგური. მინისტრები, დელეგაცია თბილისიდან, ქალაქის ახლადდანიშნულ მერს დავით ჯიქიას შეხვდნენ. საუბარი მერიაში რუსთავში მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხო. მერთან შეხვედრის შემდეგ გურამ ოდიშარიამ რუსთავის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერა და მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა. სამინისტროს დელეგაცია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლასაც ესტუმრა და სახელოვნებო და სამუსიკო სკოლების პედაგოგებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელოვნებო განათლების საკითხებზე ესაუბრა. ვიზიტის ბოლოს, ხელოვნების სკოლის შენობაში, სტუმრებს თბილისიდან, კულტურის სამინისტროს დელეგაციას, ადგილობრივმა ფოლკლორულმა კოლექტივებმა კონცერტი გაუმართეს. http://www.culture.gov.ge   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: