ანსამბლი "რუსთავი" სტრასბურგში

07.12.2012 01:00

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე კულტურული პროგრამის ფარგლებში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავმა" ორი სოლოკონცერი გამართა. კონცერტი პროტესტანტულ ეკლესიაში და ქალაქის მთავარ კათედრალში 1 და 2 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას ქალაქ სტრასბურგის ვიცემერი ნაველ რაფიკ-ელმრინი დაესწრო. ფრანგულმა პრესამ და ტელეკომპანია „ფრანს 3"-მა ანსაბლის კონცერტებს ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნა.

კულტურული პროგრამა ანსამბლ „ლაშარის" კონცერტებით გაგრძელდება. კონცერტებს ასევე გამართავენ პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი ამერიკელ მუსიკოსებთან ერთად, მომღერალი თამთა ცხვიტავა; წარმოდგენებს გამართავენ პანტომიმისა და თითების თეატრები, შედგება ფოტოგრაფთა ექსპოზიცია, საბავშვო პროგრამა "თიხიანი ხელები" და მოეწყობა ქართული კინოჩვენებები.

წელს სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე, რომელსაც ყოველწლიურად 4 მილიონი სტუმარი ჰყავს, საქართველოს პირველად მიეცა საშუალება მსოფლიოსთვის თავისი კულტურა, კულინარია და ტრადიციები გაეცნო. ქართული კულტურული პროგრამა 24 ნოემბერს ანსამბლ "სუხიშვილების" კონცერტით გაიხსნა.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:
GM Sunshine