ფეხსაცმლის ისტორია დუნაის სანაპიროზე
უნგრეთში, ბუდაპეშტში, ევროპის გულში, დუნაის ნაპირებზე, უნგრეთის პარლამენტის შენობის წინ, 60 წყვილი რკინის ფეხსაცმელი დგას, რომლებიც მდინარისკენ არის მიმართული. საკუთარი უბრალოებით და მწუხარე სახით. მათ უკან მეტად ტრაგიკული ამბავი იმალება. ესაა ტრაგიკული ამბავი იმ ასობით დაღუპული ადამიანისა, რომლებიც შეეწირნენ მილიციელების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულებებს. მეორე მსოფლიო ომის ბოლო წლებში შესვლისთანავე, ნაციონალ-სოციალისტურმა ისრის ჯვრის პარტიამ კონტროლი აიღო უნგრეთზე. ფერენც შალასის ხელმძღვანელობით, პარტიამ გაიზიარა გერმანიის ნაცისტური პარტიის მრავალი რწმენა - მათ შორის ანტისემიტიზმი. 1944 წლის 15 ოქტომბრიდან 1945 წლის 28 მარტამდე ისრის ჯვრის პარტია მართავდა ქვეყანას, რადგან ნაცისტებთან თანამშრომლობით ათასობით სამოქალაქო პირი (ძირითადად ებრაელი) გადაასახლეს, გაგზავნეს მონების შრომითი ბანაკებში ან მოკლეს. ამავე დროს, ისრის ჯვრის მილიციელები თავისუფლად დარბოდნენ ბუდაპეშტში აწიოკებდნენ და ანადგურებდნენ მოწინააღმდებეთ. პარტიის ხუთთვიანი მმართველობის დროის, შეფასებით, 10, 000 ადამიანი მოკლეს ქუჩებში, ხოლო 80, 000 გაგზავნილი იყო საკონცენტრაციო ბანაკებში. ამ დროის განმავლობაში, ბუდაპეშტში მყოფ ებრაელებს ხშირად ხვრეტდნენ დუნაის ნაპირებზე და წყალში ისროდნენ, რომელიც შემდეგ მათ ცხედრებს წაიტაცებდა ხოლმე. კიდევ უფრო საშინელი ფაქტი ის იყო რომ, მათ რეგულარულად მიჰქონდათ გარდაცვლილთა ფეხსაცმელი, რადგან ეს მნიშვნელოვანი საქონელი იყო ომის დროს; ფეხსაცმელს მკვლელები ყიდდნენ მათ ან თავად იყენებენ. ისრის ჯვრის მმართველობისას სიცოცხლედაკარგულ ადამიანებს, 2005 წლის 16 აპრილს მემორიალი დაუდგეს - "ფეხსაცმელი დუნაიზე". შექმნილია კინორეჟისორის კან ტოღაისა და მოქანდაკე გიულა პაუერის მიერ, იგი წარმოადგენს 60 წყვილ ფეხსაცმელს რკინაში ჩასმულსა და მიწაზე მიჯაჭვულს. სურათებზე ჩანს სხვადასხვა სტილისა და ზომის მოდელები, რაც გამოხატავს, რომ არავინ იყო უსაფრთხოდ - არც კაცები, არც ქალები და არც ბავშვები. დღესდღეობით, გარდაცვლილთა სულების პატივსაცემად, ფეხსაცმელში სანთლები მოათავსეს, მათ გვერდით კი ყვავილები დადეს. https://atokafe.wordpress.com/ https://madamfisunia.wordpress.com/ / metempsychosiss
მადამ ფისუნია-ის სხვა ვიდეოები
სოციალური ქსელების ახალი გამოწვევა ART VS. Artist
04:00
ლეგენდები ბრაზილიური ფოლკლორიდან
02:39
ბავშვთა თვალით დანახული რადიკალურად განსხვავებული...
05:06
გაიცანით რეალური მაუგლი - ბიჭი, რომელიც 1872 წელს...
11:21
TOP 10 - ანიმე ფილმი
01:08
დუბლინის მაღაზიაში შუშის იატაკი დამონტაჟდა, რათა ხ...
07:19
დამაინტრიგებელი ისტორიები ყველა დროის ყველაზე ცნობ...
01:27
გაიცანით ძაღლი, რომელიც თავად დადის საყიდლებზე
მსგავსი ვიდეოები
Fashion Time - როგორ შეიქმნა ფეხსაცმელი?
Music Box
ოთხი ფეხსაცმლის ისტორია
ლაშქრობა
გაბნევის დიაგრამები: სწავლა, ფეხსაცმლის ზომა და გამოცდის ქულ...
Khan Academy Georgian
#ნაშუადღევს სიფხიზლე, როგორც ნარკოტიკი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკუთარი ქმრის ხელით მოკლული 440 ქალის ხსოვნისთვის მიძღვნილი...
მადამ ფისუნია
„ფეხსაცმელი არ მქონდა და ამიტომ მოვიპარე“- 16 წლის მოზარდის...
ბათუმელები / Batumelebi
ეგვიპტელების 10 საოცარი გამოგონება
ისტორია - საინტერესო ფაქტები
„გეფერინი“ - ქართული ბრენდის წარმატების ისტორია
TV IMEDI