ლეგენდები ბრაზილიური ფოლკლორიდან
Negrinho do Pastoreio (საძოვრების პატარა შავი ბიჭი) ნეგრინიო არის მონა ბიჭი, რომელსაც სცემა მეპატრონემ და შიშველი, სისხლმდინარი ჭიანჭველებთან დატოვა, ცხენის დაკარგვის გამო. ეს გახლდათ სასჯელი, რომელიც ევროპელმა მონათ მფლობელებმა არაერთხელ გამოიყენეს თავიანთ მონებზე. მეორე დღეს, როდესაც იგი მსხვერპლის მდგომარეობის სანახავად წავიდა, ფერმერს შეეშინდა, ბიჭი ისევ იქ იყო, მაგრამ ფეხზე წამომდგარი, გლუვი კანით, ნაწიბურებისა და ჭიანჭველების გარეშე. ფერმერი მიწაზე დაემხო და პატიება ითხოვა, მაგრამ ბიჭმა არაფერი უპასუხა, უბრალოდ ცხენზე დაჯდა და გაქრა. ლეგენდა არის აფრო-ქრისტიანული. ზღაპრის ძველ ვერსიებში, სწორედ ღვთისმშობელმა აკურთხა და განკურნა ბიჭი. ითვლება, რომ ამ ლეგენდის შექმნის ერთადერთი მიზეზი იყო ხალხზე გავლენის მოხდენა რელიგიაში განსამტკიცებლად, ლეგენდა უჩვენებდა მათ იმ ძალას, რაც წმინდანებს ხალხის დასახმარებლად გააჩნდათ. ამასთან, ამ ზღაპარს კარგად იყენებდნენ ის ბრაზილიელები, რომლებიც მონობის წინააღმდეგნი იყვნენ, მონათმფლობელთა გასაფრთხილებლად. ლობისომემი (მაქცია) რამდენიმე ქვეყანას ჰყავს მაქციის მსგავსი არსება საკუთარ ლეგენდებში. ბრაზილიელებისთვის მაქციები ახალი სულაც არაა, მაგრამ მათი წარმოშობა ცოტათი განსხვავდება თქვენთვის ცნობილი ჩვეულებრივი ზღაპრისგან. ნათქვამია, რომ ოჯახში მეშვიდე მამაკაცი ბავშვი დაწყევლილი იბადება და სავსე მთვარის ღამეს ის გადაიქცევა ურჩხულად ნახევრად კაცად, ნახევრად მგლად და გადის ყველაფერზე სანადიროდ, რაც ხელთ მოხვდება. ლეგენდა ბრაზილიელ მაქციაზე მხოლოდ ორიგინალური ევროპული ლეგენდების იმიტაციაა. ამ ლეგენდის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამბობს, რომ მაქციები ჩვეულებრივი მკვლელები იყვნენ. მიუხედავად ამისა, მათი დანაშაულები იმდენად შემზარავი იყო, რომ ხალხს ერჩივნა დაეჯერებინა, რომ ეს მონსტრმა გააკეთა და არა მათმა მსგავსმა ადამიანმა. ბოტო-კორ-დე-როზა (ვარდისფერი-დელფინი) ლეგენდა ბოტოს შესახებ მოგვითხრობს, რომ როდესაც ის წყლიდან ამოდის, ძალიან ლამაზ და მომხიბვლელ მამაკაცად იქცევა, რომელიც ეშმაკობს ყველა იმ ლამაზ ქალთან, რომელსაც ხვდება. ფლირტის შემდეგ, მას ახალგაზრდა ქალები მდინარის პირას მიჰყავს და აყვარებს თავს, ქალები კი ფეხმძიმედ რჩებიან. სანამ გათენდება, მამაკაცი წყლებში ბრუნდება, რომ კვლავ დელფინი გახდეს. ეს ლეგენდა შეიძლება იყოს შებრუნებული ვარიანტი იპუპიარას ლეგენდისა, ლეგენდა ბრაზილიელი ქალთევზა სახელად იარასი, რომელიც აცდუნებდა მამაკაცებს და მიჰყავდა ზღვის ფსკერზე. სადაც მათ შთანთქავდა. ყველა ეს ლეგენდა შთაგონებულია ევროპული ქალთევზების ზღაპრებით, რომლებიც შემდეგ შეერივნენ აფრიკულ და ძირძველ კულტურებს, რამაც წარმოშვა სხვდასხვა ვერსიები. მაგრამ რატომ შეიქმნა ისინი პირველად? ეს იმისთვის იყო რომ ქალები დაქორწინებამდე ქალწულები დარჩენილიყვნენ, ეს იყო გაფრთხილების ზღაპარი, რომელშიც ნათქვამია, რომ სექსი თითქმის უცნობ ადამიანთან თუ ექნებოდათ, ცუდი რამეები დაემართებოდათ. https://atokafe.wordpress.com/ https://madamfisunia.wordpress.com/ https://www.facebook.com/groups/metem...
მადამ ფისუნია-ის სხვა ვიდეოები
სოციალური ქსელების ახალი გამოწვევა ART VS. Artist
02:39
ბავშვთა თვალით დანახული რადიკალურად განსხვავებული...
05:06
გაიცანით რეალური მაუგლი - ბიჭი, რომელიც 1872 წელს...
11:21
TOP 10 - ანიმე ფილმი
01:08
დუბლინის მაღაზიაში შუშის იატაკი დამონტაჟდა, რათა ხ...
07:19
დამაინტრიგებელი ისტორიები ყველა დროის ყველაზე ცნობ...
01:27
გაიცანით ძაღლი, რომელიც თავად დადის საყიდლებზე
მსგავსი ვიდეოები
ლეგენდები თბილისის ქუჩებში
Music Box
#დღისკოდი ლეგენდები #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლეგენდები მაქციებზე legends of werewolf
T FACTS
,,ლეგენდები არ კვდებიან" წამყვანი თორნიკე ტატიშვილი და მუსიკ...
Mikheil Zakariashvili offcial
ქართველი ლეგენდები - ვიდეო რომელიც ყველამ უნდა ნახოს
FOOTLAND GEORGIA
#დღისკოდი ლეგენდები ისტორიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სპორტის ლეგენდები - ალექსანდრე ნიკოლეიშვილი
შენთვის I ForYou
რა ლეგენდები არსებობს ჩიჩილაკის და ნაძვის ხის შესახებ 31 12...
მეცხრე ტალღა